ვლადიმერ პუტინი - ჩემი აზრით, სტრატეგიული სტაბილურობის, კიბერუსაფრთხოებისა და რეგიონული კონფლიქტების მოგვარების საკითხზე შეთანხმება შესაძლებელია
ჩემი აზრით, სტრატეგიული სტაბილურობის, კიბერუსაფრთხოებისა და რეგიონული კონფლიქტების მოგვარების საკითხზე შეთანხმება შესაძლებელია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პუტინის თქმით, რუსეთი აბსოლუტურად ადეკვატურად იქცევა იმ საფრთხეებზე საპასუხოდ, რომელიც მათ წინაშე ჩნდება.
„მე არ ვთვლი, რომ რუსეთის ქცევა არაპროგნოზირებადია. ჩემი მოსაზრებით, რუსეთი აბსოლუტურად ადეკვატურად იქცევა იმ საფრთხეებზე საპასუხოდ, რომელიც ჩვენ წინაშე ჩნდება. ვფიქრობ, იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს ნამდვილად სტაბილური, აუცილებელია შეთანხმება ქცევის წესებზე. მათ შორის, სტრატეგიული სტაბილურობის, კიბერუსაფრთხოების, რეგიონული კონფლიქტების გადაჭრასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩემი აზრით, ამ ყველაფერზე შეთანხმება შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა შეხვედრის შემდეგ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ.