ვლადიმერ პუტინი - აშშ-სა და რუსეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მსოფლიოში სტრატეგიულ სტაბილურობაზე, მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ბირთვული სახელმწიფოები ვართ
აშშ-სა და რუსეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მსოფლიოში სტრატეგიულ სტაბილურობაზე, მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ბირთვული სახელმწიფოები ვართ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული სამიტის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„აშშ-სა და რუსეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მსოფლიოში სტრატეგიულ სტაბილურობაზე, მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ ბირთვული სახელმწიფოები. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმების გაგრძელებაზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის ბაიდენთან შეთანხმდა ამ საკითხზე კონსულტაციების დაწყებაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განსაზღვრავენ კონსულტაციების ჩატარების ადგილს, მონაწილეებსა და პერიოდულობას.