ვლადიმერ პუტინი - არასდროს გვეპარებოდა ეჭვი, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობა სერიოზულად ეკიდება ჩვენს შეთანხმებებს, რას და როგორ გავაკეთებთ, ეს ჩვენი საქმეა ამ შეთანხმების ფარგლებში
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა ფოტოებზე, რომლებიც რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სამხედროების ყოფნაზე მიუთითებს. ამის შესახებ პუტინს კითხვა ყაზანში, „ბრიქსის“ სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე დაუსვეს.
„ფოტოები სერიოზული რამაა. თუ ფოტოები არსებობს, ესე იგი, ისინი რაღაცას ასახავენ“, – აღნიშნა პუტინმა.
პუტინის თქმით, მოსკოვს არასდროს ეპარებოდა ეჭვი, რომ ჩრდილოეთ კორეა სერიოზულად ეკიდება სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების განხორციელებას.
„ჩვენ არასდროს გვეპარებოდა ეჭვი, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობა სერიოზულად ეკიდება ჩვენს შეთანხმებებს, მაგრამ რას და როგორ გავაკეთებთ, ეს უკვე ჩვენი საქმეა ამ შეთანხმების ფარგლებში. ჩვენ კონტაქტზე ვართ ჩვენს ჩრდილოკორეელ მეგობრებთან და ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს პროცესი“, – აღნიშნა პუტინმა.