ვლადიმერ პუტინი - არ გვსურს, დავუშვათ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმის მსგავსი მოვლენები რუსეთში განმეორდეს
არ გვსურს, დავუშვათ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმის მსგავსი მოვლენები რუსეთში განმეორდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკელი ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
აშშ-ელმა რეპორტიორმა რუსეთის პრეზიდენტს ჰკითხა, როგორც შეიძლება, იყოს აღქმული ის ფაქტი, რომ მისი ოპონენტების ნაწილი მოკლეს, ნაწილი მოწამლეს; ხოლო ნაწილი ციხეში ჩასვეს და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ მას სამართლიანი პოლიტიკური კონკურენცია არ სურს, რაზეც პუტინმა განაცხადა, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმში მოკლული მოქალაქეებსაც პოლიტიკური მოთხოვნები ჰქონდათ.
„6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრილ მოქალაქეებსაც პოლიტიკური მოთხოვნები ჰქონდათ. 400 მოქალაქის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მათ ემუქრებათ 20 წლამდე პატიმრობა. მათ აცხადებენ შიდა ტერორისტებად. ადანაშაულებენ სხვა დანაშაულებში. 30 მათგანი ახლა გაურკვეველი საფუძველზეა დაკავებული და ჩვენ ამის შესახებ ოფიციალური ვაშინგტონი ინფორმაციას არ გვაძლევს. ერთ-ერთი მოქალაქე ქალი პოლიციელმა ადგილზე მოკლა. თან ის პოლიციელს არც დამუქრებია იარაღით. ბევრ ქვეყანაში ხდება, ის რაც ხდება ჩვენთან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვუთანაგრძნობთ აშშ-ს მომხდარის გამო, თუმცა არ გვსურს, რომ იგივე მოხდეს რუსეთში“, – განაცხადა პუტინმა.