ვლადიმერ პუტინი - ამერიკული მხარე ხვდება, რომ უკრაინის საკითხი რთულია და შესაბამის გადაწყვეტილებებს საჭიროებს
ამერიკული მხარე ხვდება, რომ უკრაინის საკითხი რთულია და შესაბამის გადაწყვეტილებებს საჭიროებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ბელარუსის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული მხარე სიფრთხილით იმოქმედებს და აღიარებს, რომ უკრაინის საკითხი „რთული საკითხია და კომპლექსურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს“.
„მე მჯერა, რომ ასეთი გაგება არსებობს“, – უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ ლუკაშენკო ერთ-ერთია იმ „ყოველთვის ინფორმირებულ“ ადამიანებს შორის, ვინც შეშფოთებულია უკრაინაში კონფლიქტის განვითარებით და ისწრაფვის ამ კონფლიქტის მოგვარებისკენ. „ჩვენ გვახსოვს თქვენი წვლილი ამ კონფლიქტის მოგვარებაში“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.