ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრის გასწვრივ „უსაფრთხოების ზონას“ ქმნის, რომელიც უკრაინასთან სამომავლო მოლაპარაკებების საგანი არ იქნება
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრის გასწვრივ „უსაფრთხოების ზონას“ ქმნის, რომელიც უკრაინასთან სამომავლო მოლაპარაკებების საგანი არ იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, აღნიშნული ოპერაცია უკრაინის მიერ 2024-2025 წლებში რუსეთის დასავლეთ რეგიონში, კურსკის ოლქში განხორციელებული შეჭრის საპასუხოდ დაიწყო.
„კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაევალათ, არა მხოლოდ მტერი გაეძევებინათ ჩვენი მიწიდან, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზონაც შეექმნათ. ეს ამოცანა წარმატებით სრულდება“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, მიზანი მომავალში რუსეთის სასაზღვრო რეგიონების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
„ჩვენი მიზანია, მომავალში უზრუნველვყოთ რუსეთის სასაზღვრო რეგიონების აბსოლუტური უსაფრთხოება და არ ვგეგმავთ, რომ ეს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლო საგანი გახდეს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.