ვლადიმერ პუტინი 19 ივლისს თეირანში ირანისა და თურქეთის ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 19 ივლისს თეირანში ირანისა და თურქეთის ლიდერებს შეხვდება. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინის თეირანში ვიზიტი მზადებაშია. „გაიმართება შეხვედრა ასტანას პროცესის გარანტორ სახელმწიფოთა ლიდერებთან“, – აცხადებს პესკოვი. მისი თქმით, სამმხრივი შეხვედრის გარდა, ასევე გაიმართება ორმხრივი აუდიენციები.