საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის ექსპერტები დავით გარეჯში სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს ჩავლენ
საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის ექსპერტები დავით გარეჯში სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს ჩავლენ

ველოდებით, რომ ახლო მომავალში საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის ექსპერტების ადგილზე გასვლა მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხრიდან ექსპერტები დავით გარეჯში სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს ჩავლენ.

„პროცესი მთლიანად სამუშაო რეჟიმში, შერეული კომისიის სივრცეში მიმდინარეობს. ველოდებით, რომ ახლო მომავალში კომისიის ექსპერტების ადგილზე გასვლა მოხდება, როგორც ჩვენი, ისე – აზერბაიჯანული მხრიდან. სავარაუდოდ, ეს შეიძლება, ივნისის ბოლო იყოს. როგორც კი დეტალები გვეცოდინება, ამის შესახებ თქვენთვის ცნობილი გახდება”, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში.