ვლადიმერ კონსტანტინიდი - გარდაცვალების წინაპირობების დადგენის შემდეგ, გამოძიება გასცემს ნებართვას, რომ მეზღვაურის ცხედარი გადმოსვენებული იყოს საქართველოში
ვლადიმერ კონსტანტინიდი - გარდაცვალების წინაპირობების დადგენის შემდეგ, გამოძიება გასცემს ნებართვას, რომ მეზღვაურის ცხედარი გადმოსვენებული იყოს საქართველოში

ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედარს ლიბიიდან სამშობლოში მას შემდეგ გადმოასვენებენ, რაც ექსპერტიზის დასკვნა ცნობილი გახდება, – ამის შესახებ „პირველ არხს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განუცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, გადმოსვენება ამ კვირაში არ მოხდეს, თუმცა კონსტანტინიდი იმედოვნებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ამ კვირაში ექნებათ.

„ამ დროისთვის ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს. გარდაცვალების წინაპირობები უნდა დადგინდეს, რის შემდეგაც გამოძიება გასცემს ნებართვას, რომ ჩვენი მოქალაქის ცხედარი გადმოსვენებული იყოს საქართველოში. როგორც ჩვენს საელჩოს ეგვიპტეში განუცხადეს, სამი დღეა საჭირო იმისათვის, რომ ეს პროცედურა დასრულდეს”, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

შეგახსენებთ, ქართველი მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს ლიბიაში, ორკვირიანი გაუჩინარების შემდეგ, ნავმისადგომთან იპოვეს.