ვლადიმერ კონსტანტინიდი – პარტნიორი ქვეყნების ლიდერებისა და დიპლომატების მისამართით შეურაცხმყოფელი რიტორიკა აზარალებს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს

18:36, 04.07.2019

პარტნიორი ქვეყნების ლიდერებისა და დიპლომატების მისამართით შეურაცხმყოფელი რიტორიკითა და ლექსიკით გაჯერებული გამოსვლები არის კატეგორიულად მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

„რთული გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, როდესაც საქართველოსთვის ძვირფასია თითოეული პარტნიორი, მოკავშირე და მეგობარი, ჟურნალისტებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან პარტნიორი ქვეყნების ლიდერების მიმართ, დიპლომატიური კორპუსის მისამართით შეურაცხმყოფელი რიტორიკითა და ლექსიკით გაჯერებული გამოსვლები არის კატეგორიულად მიუღებელი, რამდენადაც მსგავსი გამოსვლები აზარალებს ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მსგავსი