ვლადიმერ კონსტანტინიდი -  ოპონენტების ნაწილი კვლავ ცდილობს საზოგადოებაში დესტრუქციული მუხტის შეტანას და პოლარიზებას
ვლადიმერ კონსტანტინიდი -  ოპონენტების ნაწილი კვლავ ცდილობს საზოგადოებაში დესტრუქციული მუხტის შეტანას და პოლარიზებას

ოპონენტების  ბრალდებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რადგან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არის უწყება, რომლის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა ოპონენტების შეფასებაზე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რუსეთის პრეზიდენტის  ვლადიმერ პუტინის განცხადებას მიესალმა.

„სამწუხაროა, რომ ოპონენტების ნაწილი კვლავ ცდილობს საზოგადოებაში დესტრუქციული მუხტის შეტანას და პოლარიზებას, ასე იქნა მათ მიერ ინტერპრეტირებული მინისტრის განცხადება, რომელმაც დადებითად შეაფასა რუსეთის გადაწყვეტილება ეკონომიკური სანქციების შეჩერებაზე.

მსგავსი ბრალდებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოდგენს იმ უწყებას, რომლის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სამშვიდობო ინიციატივების განხორციელება, რაც დასტურდება მისი საქმიანობის ხელშესახები  შედეგებით“, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.