ვლადიმერ ჩაჩიბაია - თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა უზრუნველყოფილია საუკეთესო პროდუქტებით, მათ კვებას უზრუნველყოფენ უმაღლეს დონეზე მომზადებული მზარეულები
ვლადიმერ ჩაჩიბაია - თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა უზრუნველყოფილია საუკეთესო პროდუქტებით, მათ კვებას უზრუნველყოფენ უმაღლეს დონეზე მომზადებული მზარეულები

როგორც თავდაცვის ძალების ყოფილ მეთაურს, მჯერა და მწამს, რომ თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ ჩვენი სახელოვანი სამხედროების საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ერთ-ერთ ტელეკომპანიაში მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც შეეხება სამხედროებისთვის კვებითი პირობების უზრუნველყოფას. ჩნდება კითხვის ნიშნები, თუ რას ემსახურება აღნიშნული სიუჟეტი. ყოვლად დაუშვებელია ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა უზრუნველყოფილია საუკეთესო პროდუქტებით და მათ კვებას უზრუნველყოფენ უმაღლეს დონეზე მომზადებული მზარეულები. სამინისტროს ხელმძღვანელის, ირაკლი ღარიბაშვილის პრიორიტეტს წარმოადგენს კეთილსინდისიერება და ერთგულება სამშობლოსა და ხალხის წინაშე. მე, როგორც თავდაცვის ძალების ყოფილ მეთაურს, მჯერა და მწამს, რომ თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ ჩვენი სახელოვანი სამხედროების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

დატოვე კომენტარი