ვიზერი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს #1TVSPORT
ვიზერი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს #1TVSPORT

დღეს, 3 ივნისს, ბუდაპეშტში 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩატარდა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ათაბეგაშვილმაც მიიღო.

კონგრესის მსვლელობისას მარიუს ვიზერი საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს. ორგანიზაციაში, რომელსაც ვიზერი უხელმძღვანელებს მსოფლიოს 200 სახელმწიფოა გაწევრიანებული.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით 20 მილიონამდე ადამიანია დაკავებული ძიუდოთი. ფედერაცია ორგანიზებას უწევს ძიუდოს საერთაშორისო ტურნირებს, კონტინენტურ და მსოფლიო ჩემპიონატებს. ორგანიზაციის შტაბ-ბინა ბუდაპეშტში მდებარეობს.