ვიტსელი „დორტმუნდის“ მოთამაშეა
ვიტსელი „დორტმუნდის“ მოთამაშეა

ბელგიის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი აქსელ ვიტსელი „დორტმუნდში“ ითამაშებს. ინფორმაცია ამის შესახებ გერმანული კლუბის ოფიციალური „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელდა.

ფეხბურთელთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე გაფორმდება. გერმანელებმა ბელგიელში 20 მილიონი ევრო გადაიხადეს. ვიტსელი სეზონში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ნახევარმცველი უკვე ჩაფრინდა ციურიხში და შეუერთდება შვეიცარიაში შეკრებაზე მყოფ “დორტმუნდს”.

აქსელ ვიტსელს “დორტმუნდში” 28-ე ნომერი მისცეს.