ვიტინია – საბედნიეროდ, მცირე უპირატესობა მაინც გვაქვს, თუმცა ეს ბევრს არაფერს წყვეტს #1TVSPORT

17:31, 29.04.2026

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა, პორტუგალიელმა ვიტინიამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნთან“ პირველი შეხვედრა შეაფასა, რომელიც ფრანგულმა გუნდმა 5:4 მოიგო.

„ძალიან სანახაობრივი შეხვედრა გამოვიდა. თამაშით კმაყოფილი ვართ და ვფიქრობ, მაყურებელმაც დიდი სიამოვნება მიიღო. ასეთ ძლიერ მეტოქესთან თამაში ყოველთვის რთულია და დარწმუნებული ვარ, ისინიც ამავეს იტყვიან ჩვენზე.

სამი ბურთით წინ ვიყავით, თუმცა როცა სხვაობა ერთ გოლამდე მცირდება, გიჩნდება განცდა, რომ უკეთ უნდა შეგენარჩუნებინა უპირატესობა. მაგრამ ეს ფეხბურთია და „ბაიერნის“ წინააღმდეგ ასეთი უპირატესობის შენარჩუნება მარტივი არ არის.

საბედნიეროდ, მცირე უპირატესობა მაინც გვაქვს, თუმცა ეს ბევრს არაფერს წყვეტს, რაც ამ მატჩმაც დაგვანახა. ახლა მიუნხენში იმავე განწყობით მივდივართ – ჩვენი მიზანი ისევ კარგი თამაში და გამარჯვებაა“, – განაცხადა ვიტინიამ.

„ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ განმეორებითი შეხვედრა 6 მაისს მიუნხენში გაიმართება. მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ შედგება.

მსგავსი