ვითარება რუსთაველის გამზირზე - პირდაპირი ჩართვა საპროტესტო აქციიდან
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება კვლავ დაძაბულია.
პარლამენტი შენობის მიმართულებით, სადაც სპეცრაზმია განლაგებული, აქციის მონაწილეები ისვრიან პიროტექნიკას. პარალელურად, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიცია იყენებს წყლის ჭავლს.
ამავდროულად, ისმის გამაფრთხილებელი სიგნალის ხმა.
აქციის მონაწილეები ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებიდან ქაშუეთის ტაძრის მიმართულებით ინაცვლებენ.