ვითარება რუსთაველის გამზირზე [ფოტო]
ვითარება რუსთაველის გამზირზე [ფოტო]

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება პერიოდულად იძაბება.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები სამართალდამცველების მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა საგანს ისვრიან. არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ასევე გამოიყენეს „მოლოტოვის კოქტეილები“.

საპასუხოდ, აქციის მონაწილეების მისამართით პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.

ამასთან, აქციის მონაწილეებს გზა სხვადასხვა საგნით აქვთ ჩახერგილი.