ვითარება ერევანში - ფოტორეპორტაჟი
ვითარება ერევანში - ფოტორეპორტაჟი

ერევანში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, რამდენიმე საათია, აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

რამდენიმე საათის წინ აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს, რის შემდეგაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. არიან დაშავებულები. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აქციაზე 34 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 16 პოლიციელი.

შენობასთან მობილიზებულია საპოლიციო ძალები.

ერევანში იმყოფება საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე.