ცნობილი უკრაინელი მოკრივე, ამჟამად კიევის მერი ვიტალი კლიჩკო სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახდა. უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩინოვნიკის წინააღმდეგ კიევში ხიდის რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი სახსრების მითვისებაზე საქმე აღძრა.
როგორც ირკვევა, სამუშაოებისთვის განკუთვნილი მასალა კლიჩკოს ყოფილი მეუღლის ფირმისგან საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ოთხჯერ უფრო ძვირად შეიძინეს.
უფრო ადრე, ყოფილი მოკრივის წინააღმდეგ სასამართლომ საქმის აღძვრა მოითხოვა თანამდებობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ბრალდებით.
48 წლის კლიჩკო კიევის მერი იყო 2014 წლიდან. სექტემბერში კი ცნობილი გახდა, რომ ის კვლავ აპირებს კენჭი იყაროს ამ თანამდებობაზე.