ვიტალი კლიჩკო უკრაინის პრეზიდენტად კენჭისყრას არ გამორიცხავს

09:34, 25.03.2018

ვიტალი კლიჩკო უკრაინის პრეზიდენტად კენჭისყრას არ გამორიცხავს. ამის შესახებ განცხადება ყოფილმა მოკრივემ Tagesspiegel-თან ინტერვიუში გააკეთა.

„2019 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ გამოვრიცხავ, თუმცა ჯერ კიევში უნდა მივიყვანო საქმე ბოლომდე”, – განაცხადა კიევის მერმა.
შეგახსენებთ, 2014 წელს კლიჩკო თავდაპირველად ვადამდელ არჩევნებში კენჭისყრას აპირებდა, თუმცა შემდეგ პეტრო პოროშენკოს დაუჭირა მხარი. სპორტსმენი კიევის მერად 2015 წელს აირჩიეს.
გერმანულ მედიასთან საუბრისას კლიჩკომ დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შენარჩუნებისკენ მოუწოდა და გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი-2” -ის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა.

მსგავსი