ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ კიევი ყოველმა მეორე მცხოვრებმა დატოვა და ახლა ქალაქში ორ მილიონზე ნაკლები ადამიანი იმყოფება
ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ კიევი ყოველმა მეორე მცხოვრებმა დატოვა და ახლა ქალაქში ორ მილიონზე ნაკლები ადამიანი იმყოფება

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ კიევი ყოველმა მეორე მცხოვრებმა დატოვა და ახლა ქალაქში ორ მილიონზე ნაკლები ადამიანი იმყოფება.

როგორც კლიჩკომ განაცხადა, რუსეთის მთავარი მიზანი კიევის ალყაში მოქცევა და დაპყრობაა, თუმცა მის გეგმებს ტერიტორიული თავდაცვა შლის.

„რუსების მთავარი მიზანი კიევის დაპყრობა, კიევის ალყაში მოქცევაა, რათა შემდეგ შეუტიონ და ხელისუფლება დაამხონ. მათი გეგმები არ ხორციელდება ჩვენი ბიჭების დახმარებით. ბუჩა, ვორზელი, ირპენი, ჰოსტომელი ის ადგლებია, სადაც ცხარე ბრძოლები მიმდინარეობს. ჩვენი ბიჭები კიევის ალყაში მოქცევის გეგმებს შლიან. ბოლო მონაცემებით, ყოველმა მეორე კიეველმა ქალაქი დატოვა, ახლა კიევში ორ მილიონზე ცოტა ნაკლები ადამიანი დარჩა. ამის მიუხედავად, კიევი ახლა ციხესიმაგრედ იქცა“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

ამასთან, ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, რომ ტერიტორიული თავდაცვის რაზმებში წევრიანდებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის მსახიობები და მუსიკოსები.

„ასეთი სულისკვეთება არასდროს ყოფილა, როდესაც თითოეული ამბობს: „არაფერი არ მოხდება, ჩვენს ქალაქს არ ჩავაბარებთ“, – განაცხადა უკრაინის დედაქალაქის მერმა.