ვისკონსინის შტატში საშობაო აღლუმზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ ათი ბავშვი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება
ვისკონსინის შტატში საშობაო აღლუმზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ ათი ბავშვი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება

ვისკონსინის შტატში საშობაო აღლუმზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ ათი ბავშვი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. როგორც ვისკონსინის ბავშვთა ჰოსპიტალის წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულია სულ 18 ბავშვი, საიდანაც ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია.

აშშ-ის ვისკონსინის შტატის ქალაქ უოკეშოში საშობაო აღლუმის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ხუთი ადამიანი, 40-მდე კი დაშავდა. სამართალდამცველებმა მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და ეჭვმიტანილი დააკავეს.

როგორც „სიენენი“ აღნიშნავს, გამოძიება ვარაუდობს, რომ მანქანის მძღოლი სავარაუდოდ სხვა ინციდენტის შემდეგ მიმალვას ცდილობდა, რა დროსაც ხალხში შევარდა.