„ვიშეგრადის ოთხეული“ ახალ პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებში საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, უკრაინა და მოლდოვა 250 000 ევროს დახმარებას მიიღებენ
„ვიშეგრადის ოთხეული“ ახალ პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებში საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, უკრაინა და მოლდოვა 250 000 ევროს დახმარებას მიიღებენ

ვიშეგრადის ოთხეული“ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების დასახმარებლად ახალ პროგრამას იწყებს. ამის შესახებ ერთობლივი განცხადება უნგრეთის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს. ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პროექტის სახელწოდებაა „ვიშეგრადის ოთხეულის აღმოსავლეთის სოლიდარობის პროგრამა“, რომლის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, უკრაინა და მოლდოვა 250 000 ევროს ოდენობით დახმარებას მიიღებენ.

ეს თანხა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებში ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური სფეროს გამტკიცებას მოხმარდება.

ვიშეგრადის ოთხეულის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ევროკავშირთან პოლიტიკური ასოციაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია მთავარ მიზნად რჩება. უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი მხარს უჭერენ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრების ევროკავშირის ბაზართან წვდომას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში 18 ივნისს არის დაგეგმილი, თუმცა არაა გამორიცხული, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შეხვედრა გადაიდოს.