ვირუსის გამო, პეკინში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების უმეტესობა გაუქმდა 
ვირუსის გამო, პეკინში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების უმეტესობა გაუქმდა 

ჩინეთში ახალი ვირუსის გავრცელების გამო, პეკინში დაგეგმილი საახალწლო მასშტაბური ღონისძიებების უმეტესობა გაუქმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების კონტროლის მიზნით მიიღო. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან თავი შეიკავონ.

ჩინეთში ახალი წლის დღესასწაულს 25 იანვრიდან 8 თებერვლამდე აღნიშნავენ.

ამასთან, კორონავირუსის გავრცელების გამო, ქალაქ უხანის შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ შეზღუდვა ქალაქ ჰუანგანშიც დააწესა. სწორედ უხანი სახელდება ვირუსის გავრცელების კერად. უხანის მოსახლეობას ქალაქის დატოვება შეეზღუდა.

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი სახეობით 17 ადამიანი გარდაიცვალა.