ვირჯილ ვან დიიკი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია
ვირჯილ ვან დიიკი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

ინგლისის პრემიერლიგამ თავისი „ტვიტერის“ მეშვეობით გამოაცხადა, რომ 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე „ლივერპულის“ ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დიიკი გახდა.

პრიზისთვის ბრძოლაში 27 წლის ჰოლანდიელმა აჯობა რაჰიმ სტერლინგს, სერხიო აგუეროს, ბერნარდო სილვას (ყველა – „მანჩესტერ სიტი“), სადიო მანეს, მოჰამედ სალაჰს (ორივე – „ლივერპული“) და ედენ აზარს („ჩელსი“).

უფრო ადრე, ვან დიიკი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის (PGA) ვერსიით.

ვან დიიკი „ლივერპულში“ 2018 წლის პირველ იანვარს, 87 მილიონ ევროდ გადავიდა „საუთჰემპტონიდან“ „ლივერპულში“. ის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველია.

ჰოლანდიელმა მიმდინარე სეზონში 37 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში, ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.