ვიქტორია ბექჰემი ბუნებრივი ბეწვისა და ტყავის გამოყენებაზე უარს აცხადებს
„შანელის“ მოდის სახლის შემდეგ ბუნებრივი ბეწვისა და ტყავის გამოყენებაზე უარს ვიქტორია ბექჰემი აცხადებს.
„ვიქტორია ბექჰემის ბრენდს არასდროს გამოუყენებია ბუნებრივი ბეწვი ტანისამოსის ან აქსესუარებისთვის“,- წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება გამოხატავს არა მხოლოდ ბრენდის სურვილს არამედ მომხმარებლებისაც. ვიქტორია ბექჰემი სხვა კომპანიებსაც მოუწოდებს, ანალოგიური ნაბიჯი გადადგან.
კომპანიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები.
„ალიგატორის, გველის, ნიანგის ტყავის ჩანთის ან ფეხსაცმლის უკან სასტიკი სიკვდილი დგას“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.