ვიქტორ ვემბანიამა NBA-ის წლის საუკეთესო ახალწვეულად დაასახელეს #1TVSPORT
NBA-ის წლის საუკეთესო ახალწვეული „სან ანტონიოს“ ფორვარდი ვიქტორ ვემბანიამა გახდა. ფრანგმა კალათბურთელმა გამოკითხვაში 495 ქულა დააგროვა და კონკურენტ ჩეტ ჰოლმგრენს 200 ქულით გაასწრო.
ვემბანიამა სეზონის მანძილზე საშუალოდ 21.4 ქულას, 10.6 მოხსნას, 3.9 შედეგიან გადაცემას, 3.6 დაფარებას და 1.2 ჩაჭრას აგროვებდა, რაც ახალწვეულებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია NBA-ის ისტორიაში.
ფრანგი „სან ანტონიოს“ მესამე კალათბურთელია, რომელმაც წლის საუკეთესო დებიუტანტის ჯილდო მოიპოვა, აქამდე ამ ტიტულს დევიდ რობინსონი და ტიმ დანკანი ფლობდნენ.
ზაფხულში 20 წლის ვიქტორ ვემბანიამა საფრანგეთის ნაკრებს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დაეხმარება.