ვიქტორ ოსიმენს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი აკვირდება #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე ვიქტორ ოსიმენი იქნება, – ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „სანი“ ავრცელებს.
მანჩესტერელთა ახალი მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი კვალიფიციური თავდამსხმელის ძიებაშია და ამ პოზიციის გაძლიერებისთვის ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ ნიგერიელ თავდამსხმელს განიხილავს.
25 წლის ოსიმენი ამჟამად იჯარის წესით „ნაპოლიდან“ თურქულ „გალათასარაიში“ თამაშობს. ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში მის ანგარიშზე 14 გატანილი გოლია.
სავარაუდოდ, ანტონიო კონტე ოსიმენის შენარჩუნებაზე უარს იტყვის, ხოლო მის მსურველს, დაახლოებით, 80-100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.