ვიქტორ ოსიმენი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას თანხმდება #1TVSPORT
ვიქტორ ოსიმენი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას თანხმდება #1TVSPORT

ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს ამ სეზონის თურქეთში ჩამთავრებას. მასზე პრეტენზიას აცხადებს ინგლისური გრანდი, თავად ფეხბურთელიც არ არის წინააღმდეგი გადავიდეს პრემიერლიგაში.

როგორც ჟურნალისტი საშა ტავოლიერი იტყობინება, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მთავარ მწვრთნელს რუბენ ამორიმს ძალიან სჭირდება ვიქტორ ოსიმენი. ინგლისური მხარე უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის წარმომადგენლებს და დადებითი გამოხმაურება მიიღეს. ახლა საჭიროა კლუბებს შორის შეთანხმება. ნიგერიელის გამოსასყიდი თანხა შეადგენს 75 მილიონ ევროს, რომელიც „ნაპოლის“ უნდა გადაუხადონ. ასევე საჭირო იქნება კომპენსაცია „გალათასარაისთვის“ იჯარის ნაადრევად გაწყვეტის გამო.

25 წლის ფორვარდი შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს თურქულ კლუბში: 15 მატჩში მან 12 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.