ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს მოთხოვნებით მიმართა – დაიცავით ქრისტიანული მემკვიდრეობა, გააძევეთ სოროსის აგენტები და კორუმპირებული ლობისტები, მშვიდობა ევროპაში; კავშირი უკრაინის გარეშე
Budapest, 2024. december 21. Orbán Viktor miniszterelnök évzáró nemzetközi sajtótájékoztatót tart a Karmelita kolostorban 2024. december 21-én. MTI/Máthé Zoltán
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს მოთხოვნებით მიმართავს. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.
„რას ითხოვს უნგრელი ერი ბრიუსელისგან? – მშვიდობა, თავისუფლება და ერთობა“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
ევროკავშირის მიმართ ორბანს 12 მოთხოვნა აქვს წაყენებული, რომელთა შორისაა: წევრი სახელმწიფოების თანასწორობა, ევროპის ქრისტიანული მემკვიდრეობის დაცვა, სოროსის აგენტებისა და კორუმპირებული ლობისტების გაძევება, ევროკავშირი უკრაინის გარეშე და ასე შემდეგ.
„ჩვენ მოვითხოვთ ერების ევროპას; მოვითხოვთ კანონის წინაშე თანასწორობას ყველა წევრი სახელმწიფოსთვის; აღადგინეთ კომპეტენციები, რომლებიც ერებს უკანონოდ წაართვეს; ეროვნული სუვერენიტეტი და ძლიერი ვეტო ეროვნული მთავრობებისთვის; გააძევეთ სოროსის აგენტები კომისიიდან და კორუმპირებული ლობისტები – პარლამენტიდან; ნუ დააგირავებთ ჩვენი შვილიშვილების მომავალს, აღმოფხარით კავშირის ვალი; ნუ შეუშლით ხელს ჩვენს ეროვნულ გვარდიას საზღვრების დაცვაში. ნუ შემოიყვანთ მიგრანტებს და გააძევეთ ისინი, ვინც უკანონოდ ჩამოვიდნენ; კორუმპირებული დოლარები და ევროები არ უნდა შედიოდეს წევრ სახელმწიფოებში; აკრძალეთ ჩვენი შვილების არაბუნებრივი გადამზადება; დაიცავით ევროპის ქრისტიანული მემკვიდრეობა; ჩვენ მოვითხოვთ მშვიდობას ევროპაში; კავშირი, მაგრამ უკრაინის გარეშე.
თანასწორობა, თავისუფლება, ძმობა“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.
What does the Hungarian nation demand from Brussels?
Let there be peace, freedom, and unity.
1. We demand a Europe of nations.
2. We demand equality before the law for all Member States.
3. Restore the competences unlawfully taken from nations.
4. National sovereignty and a…— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) March 15, 2025