ვიქტორ ორბანი – ვაშინგტონში მივემგზავრებით, რათა პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ურთიერთობებში ახალი თავი დავიწყოთ, ჩვენი მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელახლა არჩევის შემდეგ უნგრეთ-ამერიკის ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობები გაჩნდა, წლის პირველი ათი თვე იყო საწყისი ფაზა, რომლის განმავლობაშიც აღდგა ის ზიანი, რაც უნგრეთმა და უნგრეთ-აშშ-ის ურთიერთობებმა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს განიცადა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
ორბანის თქმით, უნგრეთის მიზანია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება.
„პოლიტიკურად მოტივირებული სანქციები გაქრა, აშშ-ის დაფინანსება უნგრეთის წინააღმდეგ მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შეწყდა და ჩვენ კვლავ შეგვიძლია შეერთებულ შტატებში ვიზის გარეშე მოგზაურობა. ამით პირველი ფაზა დასრულდა. დღეს ჩვენ ვაშინგტონში მივემგზავრებით, რათა პრეზიდენტ ტრამპთან ერთად უნგრეთ-ამერიკის ურთიერთობებში ახალი თავი დავიწყოთ. ჩვენი მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება, რომელიც მოიცავს ენერგეტიკულ თანამშრომლობას, ინვესტიციებს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდგომ პერიოდზე დისკუსიებს. ჩვენ ვმუშაობთ ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებულ შეთანხმებაზე, რომელიც ემსახურება უნგრეთის ყველა მოქალაქის ინტერესებს. ვაშინგტონში მივემართებით. შევუდგეთ მუშაობას“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.
Since President @realDonaldTrump’s re-election, new opportunities have emerged in Hungarian–American relations. The first ten months of this year marked the initial phase, during which we repaired the damage Hungary and Hungarian–American relations suffered under the Biden… pic.twitter.com/pJI8zSJ7gt
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) November 6, 2025