ვიქტორ ორბანი – უნგრეთსა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, ვაფასებთ საქართველოსთან მეგობრობას და ვრჩებით თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულნი
უნგრეთსა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც ჩვენს საერთო კულტურულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობას ეფუძნება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, ანტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
„მოხარული ვარ ანტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან დღევანდელი შეხვედრით. უნგრეთსა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც ჩვენს საერთო კულტურულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობას ეფუძნება. ჩვენი თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში დივერსიფიკაციისა და რეგიონალური სტაბილურობის მიმართულებით განაგრძობს წინსვლას. ვაფასებთ საქართველოსთან მეგობრობას და ვრჩებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იდეის ერთგულნი“, – წერს ვიქტორ ორბანი.
🇭🇺🤝🇬🇪 It was a pleasure to have a discussion with Prime Minister @PM_Kobakhidze of Georgia in Antalya today.
Hungary and Georgia share a strong strategic partnership, grounded in our shared cultural and Christian heritage. Our cooperation on energy diversification and regional… pic.twitter.com/oRmB57tG9B
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) April 12, 2025