ვიქტორ ორბანი - უნგრეთმა აქამდე არსებული ყველა კრიზისი დაძლია, მომავალი ევროპას ძლიერ დარტყმას მიაყენებს, ენერგიის გარეშე ეკონომიკა არ იქნება, დროა, სწორად დავსახოთ პრიორიტეტები
ვიქტორ ორბანი - უნგრეთმა აქამდე არსებული ყველა კრიზისი დაძლია, მომავალი ევროპას ძლიერ დარტყმას მიაყენებს, ენერგიის გარეშე ეკონომიკა არ იქნება, დროა, სწორად დავსახოთ პრიორიტეტები

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთმა თავის წინაშე არსებული ყველა კრიზისი დაძლია.

მისივე თქმით, ევროპა ახლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან ენერგორესურსების გარეშე ეკონომიკა ვერ იფუნქციონირებს.

ორბანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ენერგორესურსები ნებისმიერი ადგილიდან უნდა მიიღოს.

„ჩვენ გვქონდა ფინანსური, მიგრაციული და ენერგეტიკული კრიზისი ერთდროულად. მათგან თავის დაცვა წარმატებით მოვახერხეთ. უნგრეთმა აქამდე ყველა კრიზისი დაძლია. მომავალი ევროპას ძლიერ დარტყმას მიაყენებს. ენერგიის გარეშე ეკონომიკა არ იქნება. ფუნქციონირებადი ეკონომიკის გარეშე ყველაფერი რისკის ქვეშაა. ევროპას ენერგია სჭირდება, ნებისმიერი ადგილიდან. დროა, ჩვენი პრიორიტეტები სწორად დავსახოთ“, –  აცხადებს ვიქტორ ორბანი.