ვიქტორ ორბანი – უნგრეთი ნატო-ს და ევროკავშირის წევრია, რომელთა მხარდაჭერის გარეშე უკრაინა ჩამოიშლებოდა, პრეზიდენტო ზელენსკი, სრული პატივისცემით, შეწყვიტე ჩვენი შევიწროება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეწყვიტოს ბუდაპეშტის „შევიწროება“. აღნიშნულის შესახებ უნგრეთის მთავრობის მეთაურმა უნგრული დრონების შესახებ ზელენსკის განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.
„უნგრეთი ნატო-ს და ევროკავშირის წევრია. უკრაინა ამ ორი ორგანიზაციის მხარდაჭერის გარეშე დიდი ხნის წინ ჩამოიშლებოდა. პრეზიდენტო ზელენსკი, სრული პატივისცემით, შეწყვიტე ჩვენი შევიწროება“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე სავარაუდოდ, უნგრულმა სადაზვერვო დრონებმა დაარღვიეს.
Hungary is a member of NATO and the EU. Ukraine would have collapsed long ago without the support of these two organisations. President @ZelenskyyUa , with all due respect, stop harassing us!
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) September 27, 2025