ვიქტორ ორბანი - ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ სოროსის არმია ბრიუსელში გაიქცევა, სოროსის ხალხი ბრიუსელშია ჩანერგილი და გავლენას ახდენს გადაწყვეტილებების მიღებაზე
სამშაბათიდან დასავლეთ სამყაროში სხვა მზე ამოვა, შეიცვლება ყველაფერი. დონალდ ტრამპთან შევთანხმდი, რომ ამერიკასა და უნგრეთს შორის ურთიერთობებში არაჩვეულებრივი, ოქროს ეპოქა დაიწყება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ახლა მთავარია, ევროკავშირი მოერგოს შეცვლილ ვითარებას, რადგან დონალდ ტრამპის მოსვლით ახალი ერა იწყება“.
„დროა, სანქციები ფანჯრიდან გადავყაროთ და მათ გარეშე დავამყაროთ რუსეთთან ურთიერთობები. ამაზე მუშაობა მოგვიწევს. ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ სოროსის არმია ბრიუსელში გაიქცევა. ყველაზე დიდი სკანდალია ის, რომ სოროსის ხალხი ბრიუსელში არის ჩანერგილი და გავლენას ახდენს გადაწყვეტილებების მიღებაზე“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
გარდა ამისა, ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ „ბრიუსელი ჯორჯ სოროსის ჯიბეშია“.
„ვფიქრობ, ყველაზე დიდი კორუფციული სკანდალი პოლიტიკაში არის ის, რომ ბრიუსელი ჯორჯ სოროსის ჯიბეშია.
პარლამენტარები, ბრიუსელის ბიუროკრატები, სერიოზული გადაწყვეტილების მიმღები პირები ნაყიდია და მათზე წვდომა აქვს ჯორჯ სოროსს“, – აცხადებს ორბანი.