ვიქტორ ორბანი შვედეთის პრემიერ-მინისტრს ბუდაპეშტში იწვევს
ვიქტორ ორბანი შვედეთის პრემიერ-მინისტრს ბუდაპეშტში იწვევს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შვედეთის პრემიერ-მინისტრს ბუდაპეშტში იწვევს. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„დღეს წერილი – მიწვევა გავუგზავნე შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტენსონს, უნგრეთში ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას შეეხება“, – წერს ორბანი.

უნგრეთი და თურქეთი ბოლო ორი ქვეყანაა, რომლებმაც ჯერ კიდევ არ მოახდინეს შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება, რის გამოც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება გაჭიანურებულია. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თურქეთის პარლამენტმა ეს საკითხი დღეს, დღის განმავლობაში განიხილოს.