ვიქტორ ორბანი – რუსეთ-უკრაინის ომის გამოსავალი ბრძოლის ველზე არ არსებობს, მთავარია მოლაპარაკებები, ჩვენ გვჭირდება დიპლომატები და არა გენერლები

11:35, 02.07.2025

როგორც იქნა, ეს მოხდა. მთავარია მოლაპარაკებები, ჩვენ დიპლომატები გვჭირდება და არა გენერლები, – ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პუტინსა და მაკრონს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.

„როგორც იქნა!!! რუსეთ-უკრაინის ომის გამოსავალი ბრძოლის ველზე არ არსებობს. მთავარია მოლაპარაკებები. ჩვენ დიპლომატები გვჭირდება და არა გენერლები!”- წერს ორბანი.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ეს ორ ლიდერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი იყო ბოლო თითქმის სამი წლის განმავლობაში.

მსგავსი