ვიქტორ ორბანი - როდესაც საქმე ეხება ფასების ზრდას, საუბარი ვერ იქნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე, რომელიც ანადგურებს უნგრეთის ეკონომიკას და არის „ატომური ბომბი“
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს „ატომური ბომბი“ უწოდა და განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ეკონომიკურად მიზანშეუწონელ ზომებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
„უნგრეთი არ შეუერთდება ბრიუსელში მიღებულ, ეკონომიკურად მიზანშეუწონელ ზომებს, რაც ნიშნავს ფასების ზრდას და რაც შეუძლებელს გახდის სასოფლო-სამეურნეო შესაძლებლობების სრულ გამოყენებას“, – განაცხადა ორბანმა.
ორბანის თქმით, როდესაც საქმე ეხება ფასების ზრდას, საუბარი ვერ იქნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე, რომელიც ანადგურებს უნგრეთის ეკონომიკას და არის „ატომური ბომბი“, რომელიც ამ ქვეყნის ეკონომიკაზე განთავსდება. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, ვერ მოხდება უნგრელი ხალხის დაცვა და მეტიც, მათ საზღვრებთან ბევრი მიგრანტი იქნება.