ვიქტორ ორბანი - პატივია რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა, ამ რთულ დროს, როცა ბრიუსელი ომისკენ გვიბიძგებს და ჩვენს ენერგომომარაგებას ემუქრება, ჩვენი პარტნიორობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
უნგრეთისა და თურქეთის ლიდერების შეხვედრა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
როგორც ორბანი აღნიშნავს, ამ რთულ დროს უნგრეთისა და თურქეთის პარტნიორობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„პატივია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა. ამ რთულ დროს თურქეთის მხარდაჭერა გადამწყვეტია. მაშინ როცა ბრიუსელი ომისკენ გვიბიძგებს და ჩვენს ენერგომომარაგებას ემუქრება, ჩვენი პარტნიორობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ მტკიცედ დავდგებით უნგრეთის სუვერენიტეტის დასაცავად. გმადლობთ, პრეზიდენტო ერდოღან“, – წერს ორბანი.