ვიქტორ ორბანი - მომდევნო ორი-სამი კვირა გადამწყვეტი იქნება უკრაინაში ომის დარეგულირებასთან დაკავშირებით, ბუდაპეშტის სამშვიდობო სამიტი ახლოვდება
ვიქტორ ორბანი - მომდევნო ორი-სამი კვირა გადამწყვეტი იქნება უკრაინაში ომის დარეგულირებასთან დაკავშირებით, ბუდაპეშტის სამშვიდობო სამიტი ახლოვდება

მომდევნო ორი-სამი კვირა გადამწყვეტი იქნება უკრაინაში ომის დარეგულირებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის და რუსეთის ლიდერებს შორის ბუდაპეშტის სამიტი ახლოვდება.

„ეს სამშვიდობო გეგმა მოიცავს წინადადებებს, რომლებზეც რუსებმა და ამერიკელებმა უკვე გამართეს წინასწარი დისკუსიები. ახლა ჩვენ აქ ვართ, ვფიქრობ, გადამწყვეტ მომენტში. მომდევნო ორი-სამი კვირა გადამწყვეტი იქნება, რადგან ამ 28-პუნქტიან წინადადებაზე პირველი რეაქციები გამოჩნდება და რაღაც დაიწყება. ბუდაპეშტის სამშვიდობო სამიტი მოდის“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.