ვიქტორ ორბანი - მომდევნო ორი კვირა იქნება ძალიან რთული, ორი ფრონტით გაიხსნება ზეწოლა უნგრეთზე უკრაინისა და ბრიუსელის მხრიდან
ვიქტორ ორბანი - მომდევნო ორი კვირა იქნება ძალიან რთული, ორი ფრონტით გაიხსნება ზეწოლა უნგრეთზე უკრაინისა და ბრიუსელის მხრიდან

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მეტი ფულის ამოღება უნდა უნგრეთის ჯიბიდან, უნდა, მეტი წარმატებით განახორციელოს ფულის ათვისება ევროკავშირიდან, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე უნგრელი ჟურნალისტის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ ეს მომდევნო ორი კვირა იქნება ძალიან რთული. უკრაინის პოზიცია ბრიუსელშიც მეორდება, ამიტომ ორი ფრონტით გაიხსნება ზეწოლა და წნეხი უნგრეთზე უკრაინისა და ბრიუსელის მხრიდან.

ახლა მაინტერესებს, ბრიუსელში უკრაინის თხოვნით რა მოხდება. შეიძლება, უნგრეთს გაუწყვიტონ ის წყარო, რაც რუსეთიდან აქვს. ჩემი ვალია, ეს აღვკვეთო. ასევე მინდა, უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკა აღვკვეთო. ძალიან მნიშვნელოვანია, მომდევნო ორი კვირა ვიფიქროთ ამაზე“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.