ვიქტორ ორბანი - მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ბრიუსელი, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველომ მტკიცედ იაროს ევროკავშირისკენ გზაზე
უნგრეთი მტკიცედ იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, არამედ ევროკავშირის ტერიტორიაზეც, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვიქტორ ორბანის თქმით, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ბრიუსელი, უნგრეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველომ მტკიცედ იაროს ევროკავშირისკენ გზაზე.
„ჩვენ ყოველთვის საქართველოს მოკავშირედ ვგრძნობთ თავს და ევროკავშირის წინაშე წარმოვადგენთ საქართველოს ყველა იმ ბრძოლაში, რომლითაც საქართველო იბრძვის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დასაცავად. მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ბრიუსელი, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე მტკიცედ იაროს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.