ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი კორუფციაში იხრჩობა, სკანდალშია გახვეული, თუმცა ბრიუსელი კვლავ აცხადებს, რომ მორალური უპირატესობა აქვს
ევროკავშირი კორუფციაში იხრჩობა, ევროკომისრებს სერიოზული ბრალდებები წაუყენეს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ორბანი წერს, ევროკომისია და ევროპარლამენტი სკანდალში არიან გახვეული, თუმცა ბრიუსელი კვლავ აცხადებს, რომ მორალური უპირატესობა აქვს.
„ევროკავშირმა უკრაინაში კორუფცია უნდა გააკრიტიკოს, მაგრამ ისევ და ისევ იგივე ძველი ამბავია: სიმართლისთვის თვალის გასწორების ნაცვლად, ბრიუსელი და კიევი ერთმანეთს იცავენ“, – წერს ორბანი.
🇪🇺 The EU is drowning in corruption. Commissioners face serious charges, the Commission and the Parliament are engulfed in scandal, yet Brussels still claims the moral high ground. Corruption in Ukraine should be called out by the EU, but once again it’s the same old story:… pic.twitter.com/m9PwkrqzwX
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) December 5, 2025