ვიქტორ ორბანი – ძვირფასო დონალდ ტუსკ, მე ვესაუბრე პუტინს ომის დასრულებისა და ბუდაპეშტში აშშ-რუსეთის სამშვიდობო სამიტის ორგანიზების შესახებ, თქვენ რა გააკეთეთ მშვიდობისთვის?
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებას პასუხობს.
როგორც ორბანი აღნიშნავს, ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მართლაც ესაუბრა და მასთან ომის დასრულებისა და ბუდაპეშტში აშშ-რუსეთის სამშვიდობო სამიტის ორგანიზების საკითხები განიხილა.
„ძვირფასო დონალდ ტუსკ, ეს სიმართლეა. მე ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს ომის დასრულებისა და ბუდაპეშტში აშშ-რუსეთის სამშვიდობო სამიტის ორგანიზების შესახებ. თქვენ რა გააკეთეთ მშვიდობისთვის?“ – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.
მანამდე, როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა, ორბანმა პუტინს განუცხადა, რომ ყველა საკითხში მის განკარგულებაშია.
„ორბანმა პუტინს განუცხადა, რომ ყველა საკითხში მის სამსახურშია. კაროლ ნავროცკი, იაროსლავ კაჩინსკი, თქვენც უჭერთ ამაში ორბანს მხარს?“ – დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელში.
Dear @donaldtusk,
It’s true. I spoke with President Putin about ending the war and organising a USA-Russia peace summit in Budapest.What have you done for peace? https://t.co/77FwA6QpUi
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) April 7, 2026