ვიქტორ ორბანი - დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს მშვიდობა იყო ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში, ჩვენ გვჭირდება მისი დაბრუნება, როგორც არასდროს
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს მშვიდობა იყო ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში, ჩვენ გვჭირდება მისი დაბრუნება, როგორც არასდროს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო მშვიდობის პრეზიდენტი. მან მოიპოვა პატივისცემა მსოფლიოში და შექმნა პირობები მშვიდობისთვის. მისი პრეზიდენტობის დროს მშვიდობა იყო ახლო აღმოსავლეთში და მშვიდობა იყო უკრაინაში. ჩვენ გვჭირდება მისი დაბრუნება, როგორც არასდროს! გმადლობთ მოწვევისთვის, ბატონო პრეზიდენტო!“ – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ორბანი და ტრამპი ერთმანეთს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდნენ.