ვიქტორ ორბანი - დასავლეთი უკრაინაში სამხედროების გაგზავნის ზღვარზეა, ბრიუსელი ცეცხლს ეთამაშება, ჩვენ არ გვსურს ომი, არ გვინდა, უნგრეთი კვლავ იქცეს დიდი სახელმწიფოების სათამაშო მოედნად
დასავლეთი უკრაინაში სამხედროების გაგზავნის ზღვარზეა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც უნგრეთის პრემიერი აცხადებს, ბრიუსელში დღეს უმრავლესობა ომის მომხრეა.
„ევროპაში ომის ატმოსფეროა, პოლიტიკაში ომის ლოგიკა დომინირებს. ვხედავ, რომ ყველა ომისთვის ემზადება. ნატო-ს გენერალურ მდივანს ნატო-უკრაინის მისიის შექმნა სურს. ევროპელი ლიდერები კი უკვე ომში არიან, ისინი ომს საკუთარ ომად ხედავენ და იბრძვიან ისე, თითქოს ეს მათი ომია“, – წერს ორბანი.
უნგრეთის პრემიერის თქმით, დასავლეთმა უკრაინისთვის იარაღისა და ფინანსური დახმარების მიწოდებით სიტუაცია კი არ გააუმჯობესა, არამედ პირიქით, გაამწვავა.
„ბრიუსელი ცეცხლს ეთამაშება და რასაც აკეთებს, არის ღვთისგან მოვლენილი ცდუნება. მსოფლიო ომებს თავდაპირველად არასდროს უწოდებდნენ მსოფლიო ომებს. ბალკანეთის მესამე ომი, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, პოლონეთის დაყოფა და, საბოლოოდ, ორჯერ მოხდა მსოფლიო ომი“, – წერს ორბანი.
ორბანის თქმით, უნგრელებმა იციან, რა არის ომი და ისინი საკმარისად იყვნენ ჩართულები, ხოლო ეს ომი მათი ომი არ არის.
„ჩვენ არ გვსურს ომი და არ გვინდა, რომ უნგრეთი კვლავ იქცეს დიდი სახელმწიფოების სათამაშო მოედნად. სწორედ ამიტომ უნდა დავდგეთ მშვიდობისთვის – სახლში, ბრიუსელში, ვაშინგტონში, გაერო-სა და ნატო-ში“, – აცხადებს ორბანი.