ვიქტორ ორბანი - ბრიუსელი ჩვენი ბოსი არ არის, ჩვენ დამოუკიდებელი, სუვერენული უნგრელი ერი ვართ
ვიქტორ ორბანი - ბრიუსელი ჩვენი ბოსი არ არის, ჩვენ დამოუკიდებელი, სუვერენული უნგრელი ერი ვართ

ბრიუსელი ჩვენი ბოსი არ არის, ჩვენ დამოუკიდებელი, სუვერენული უნგრელი ერი ვართ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირი ბრიუსელში არ არის, ევროკავშირი ვენაში, ბუდაპეშტსა და ვარშავაში, ბერლინსა და მადრიდშია.

„მე არ მინდა სხვა ევროპელებთან არევა, მაგრამ მსურს, ჩვენი შეხედულებები დავამატო საერთო ევროპულ გადაწყვეტილებას. ამიტომაც ვმონაწილეობთ ყველა გადაწყვეტილებაში, ყოველთვის ვამბობთ ჩვენს აზრს. და თუ გაჩნდება პოზიცია, რომელსაც არ ვეთანხმებით, ამის შესახებ განვაცხადებთ. ბრიუსელი ჩვენი ბოსი არ არის, ჩვენ დამოუკიდებელ, სუვერენული უნგრელი ერი ვართ. ჩვენ ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. თუ ისინი ჩვენთვის არ არის კარგი, ჩვენ მათ ვეტყვით. თუ ისინი არ არიან კარგი და ჩვენ შეგვიძლია მათი პრევენცია, საერთო გადაწყვეტილება არ მიიღება“, – თქვა ვიქტორ ორბანმა.