ვიქტორ ორბანი - აშშ-სა და უნგრეთს შორის ურთიერთობები ახალ ოქროს ხანაშია, პოლიტიკაში დაახლოებით 30 წელია, ვარ და როდის იყო ამ ორ ერს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე, არ მახსოვს
აშშ-სა და უნგრეთს შორის ურთიერთობები ახალ ოქროს ხანაშია. პოლიტიკაში, დაახლოებით 30 წელია, ვარ და ბოლოს როდის იყო ამ ორ ერს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე, ასეთი დაბალანსებული და ასე მეგობრული, არ მახსოვს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან ერთობლივი პრესკონფერენციისას მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს.
„გასული წლის იანვრიდან უნგრეთში 17 ამერიკული ინვესტიციის შესახებ იყო გადაწყვეტილებები მიღებული. ეს ათწლეულის რეკორდია. უნგრელებს კვლავ შეუძლიათ შეერთებულ შტატებში ვიზის გარეშე მოგზაურობა და ამისთვის მადლობას ვუხდით საგარეო საქმეთა მინისტრს. უნგრეთი მიწვეულია ახლადშექმნილ „მშვიდობის საბჭოში“, რომლის პირველი სხდომა მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გაიმართება ვაშინგტონში, სადაც მე წარმოვადგენ უნგრეთს. ჩვენ დავდეთ მნიშვნელოვანი შეთანხმებები ენერგეტიკის სექტორში, რომლებიც მოიცავს ნავთობს, გაზსა და ბირთვულ ენერგიას და ეს შეთანხმებები, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ უნგრეთისთვის მინიჭებულ გამონაკლისთან ერთად, რუსული გაზისა და ნავთობის უნგრეთში გამოყენების საშუალებას იძლევა. ამგვარად, ეს ხელს უწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ უნგრეთი უსაფრთხოდ დარჩეს ენერგომომარაგების თვალსაზრისით“, – განაცხადა ორბანმა.