ვიქტორ ორბანი - არ მიმაჩნია ლოგიკურად, რომ რუსეთი, რომელსაც უკრაინის დამარცხებაც კი არ შეუძლია, მოულოდნელად მოვიდეს და მთლიანად გადაყლაპოს დასავლური სამყარო
ვიქტორ ორბანი - არ მიმაჩნია ლოგიკურად, რომ რუსეთი, რომელსაც უკრაინის დამარცხებაც კი არ შეუძლია, მოულოდნელად მოვიდეს და მთლიანად გადაყლაპოს დასავლური სამყარო

არ მიმაჩნია ლოგიკურად, რომ რუსეთი, რომელსაც უკრაინის დამარცხებაც კი არ შეუძლია, მოულოდნელად მოვიდეს და მთლიანად გადაყლაპოს დასავლური სამყარო, ამის შანსები ძალიან მცირეა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუს სამხედროებს სერიოზული და რთული ბრძოლა აქვთ უკრაინელებთან. რუსები საკმარისად ძლიერები რომ ყოფილიყვნენ, ერთბაშად დაამარცხებდნენ უკრაინას და ეს უკვე გაკეთებული ექნებოდათ“, – ამბობს ორბანი.

მისი თქმით, ნატო-ს სამხედრო შესაძლებლობები ბევრად აღემატება უკრაინის შესაძლებლობებს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ან რომელიმე სხვა ქვეყანა ნატო-ზე თავდასხმას განახორციელებს.