ვიქტორ ორბანი - დიდი ძალის მიერ ანტალ როგანის, ეროვნული სუვერენიტეტის ნომერ პირველი მეურვის დასჯა ნიშნავს, რომ ის თავის საქმეს ფანტასტიკურად აკეთებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქიცრებულ უნგრეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ანტალ როგანს იცავს და აღნიშნავს, რომ სანქციებმა როგანის პოზიციები მხოლოდ გააძლიერა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ანტალ როგანს სანქციები სავარაუდო კორუფციის გამო დაუწესა. უნგრეთის მთავრობამ ამერიკის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა. ბუდაპეშტში ამბობენ, რომ ეს „მიმავალი ელჩის წვრილმანი შურისძიებაა“.
„როგანი არის მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებზე. უნგრეთის ეროვნული სუვერენიტეტის ნომერ პირველი მეურვის დასჯა დიდი ძალის მიერ ნიშნავს, რომ ის თავის საქმეს ფანტასტიკურად აკეთებს“, – განაცხადა ორბანმა.
ვიქტორ ორბანი ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-უნგრეთის ურთიერთობებისთვის „ოქროს ეპოქას“ პროგნოზირებს.